გიორგი მამალაძე პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას არ გეგმავს - რამიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:30 | 07.09.2017
ნანახია: 1813

გიორგი მამალაძე პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას არ გეგმავს-განცხადება დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააკეთა. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო ghn-ი ავრცელებს.

,,მამა გიორგის გასაჩივრებაზე უარის თქმა და პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა შეუძლია. თუმცა,ის ამაზე უარს აცხადებს. დეკანოზის თქმით, მას შესაწყალებელი არაფერი სჭირს, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს“, - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ,,თუ საქართველოს ვერცერთ ინსტანციაში სამართალს ვერ მივაღწიეთ, სტრასბურგი აუცილებლად მიიღებს გამამრთლებელ გადაწყვეტილებას"- იმედოვნებს ადვოკატი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე