ისრაელმა სირიაში ქიმიური საწარმო დაბომბა

საქართველო, თბილისი - 11:27 | 07.09.2017
ნანახია: 1122

ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში ქიმიური იარაღის საწარმოზე შეტევა განახორციელეს.

ავიაციის სამიზნე ჰამას რაიონში მდებარე ობიექტები იყო. 

ავიადარტყმებს 2 სირიელი სამხედრო ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

„იერუსალიმ პოსტის“ ინფორმაციით,  განადგურებულია დაჯგუფება „ჰეზბოლასთვის“განკუთვნილი იარაღიც.

მომხდართან დაკავშირებით, ისრაელის თავდაცვის უწყებაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე