ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება, ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის - დედა თამარი

საქართველო, თბილისი - 12:50 | 05.09.2017
ნანახია: 1650

ერთი პროცენტი მქონდა იმედი, რომ სამართლიანობა იზეიმებდა, ასე აფასებს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის გამოტანილ განაჩენს დედა თამარი.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, არის უსამართლო.

„შინაგანად ველოდებოდი, რომ მამაოს მიუსჯიდნენ, მაგრამ ერთი პროცენტი მქონდა იმედი, რომ სამართლიანობა იზეიმებდა. ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. თვითონ მოსამართლე საუბრობდა ისეთ ტონალობაში, რომ დარბაზში არ ისმოდა არაფერი და ჩვენთვის გაუგებარი ტექსტი წაიკითხა. რომ მქონდეს საშუალება, მამაოს რაღაცნაირად გავამხნევებდი, რომ უფალი მეფობს და ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის,“ - განაცხადა დედა თამარმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე