ეს აბსოლუტურად ყველაფერს გასცდა - მიხეილ რამიშვილი დეკანოზის განაჩენზე

საქართველო, თბილისი - 12:38 | 05.09.2017
ნანახია: 1468

„ეს აბსოლუტურად ყველაფერს გასცდა,“ - ასე  აფასებს მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, არანაირი მოტივაცია არ იკვეთება. 

„ეს აბსოლუტურად ყველაფერს გასცდა. იმის გათვალისწინებით, რომ კვალიფიკაცია შეიცვალა და შესაბამისად, 109-ე მუხლის მაგივრად ჩამოვედით 108-ე მუხლზე და ანგარების მაგივრად შურისძიება ყოფილა,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე