იზმირში ავტობუსი ააფეთქეს - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 10:48 | 31.08.2017
ნანახია: 1161

თურქეთის ქალაქ იზმირში ავტობუსი ააფეთქეს, რომლითაც ციხის თანამშრომლები გადაჰყავდათ. 

აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებულნი. 

წინასწარი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის ურნაში იყო ჩამონტაჟებული, რომლის სიახლოვესაც ავტობუსმა გაიარა.


პოლიტიკა