პოლონეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 10:43 | 31.08.2017
ნანახია: 1326

პოლონეთის ქალაქ სმეტოვო გრანიჩნეში, მატარებლების შეჯახებისას სულ ცოტა 21 ადამიანი დაშავდა, ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ, რის შედეგადაც სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა.

ავარიის დროს სამგზავრო მატარებელში 130 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულთა შორის ოთხი ბავშვია, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე