მოვრჩეთ ჭორაობას უხერხულია - მიხეილ გიორგაძე ქეთი დოლიძის ბრალდებებს პასუხობს

საქართველო, თბილისი - 12:01 | 30.08.2017
ნანახია: 1528

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქეთი დოლიძის ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ საკითხის პოლიტიზირება სრულიად დაუშვებელია. 

,,თქმა ყველაფრის შეიძლება, თუმცა ნათქვამი არგუმენტირებული უნდა იყოს. პოლიტიკურ სარჩულზე ლაპარაკი მიუღებელია და პოლიტიკა ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. მოვრჩეთ მეგობრებო მითქმა-მოთქმას, ჭორაობას, უხერხულია. დაპირისპირება მაშინაა, როცა ორი პირია დაპირისპირებული, სამინისტრო კი არავის უპირისპირდება",- განაცხადა გიორგაძემ.

კვირის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი, ვინ დაიკავებს 23 პროფესიულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების თანამდებობას. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე