ტრამპი ტეხასში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 30.08.2017
ნანახია: 1122

აშშ პრეზიდენტი მეუღლეთან მელანია ტრამპთან ერთად ტეხასის შტატში ჩავიდა და სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

თეთრი სახლის ლიდერი და პირველი ლედი თავდაპირველად ქალაქ კორპუს-კრისტის ეწვივნენ, სადაც შტატი სგუბერნატორს შეხვდნენ.

პრეზიდენტმა სტიქიური უბედურების ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში ჩაიბარა. არაოფიციალური ინფორმაციით, ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

ტეხასს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სტიქია 26 აგვისტოს დაატყდა თავს. დონალდ ტრაპმა შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე