14 დაღუპული, 42 დაშავებული - მგზავრებით სავსე ავტობუსი ხიდიდან გადავარდა

საქართველო, თბილისი - 13:16 | 29.08.2017
ნანახია: 2002

14 დაღუპული, 42 დაშავებული - მგზავრებით სავსე ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. უბედური შემთხვევა ეგვიპტეში, კაიროსთან ახლოს მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მგზავრებით სავსე ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე მანქანა ხიდიდან გადავარდა. 

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად ეგვიპტეში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე