,,ვასრულებ მერის ფუნქციას'' - რა თანამდებობას დაიკავებს დავით ნარმანია

საქართველო, თბილისი - 11:15 | 29.08.2017
ნანახია: 1488

დასრულდება კონსულტაციები და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმასთან დაკავშირებით, თუ სად გადავინაცვლებ, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა განუცხადა.

მისი თქმით, ის ოქტომბრის ბოლომდე მერის ფუნქციებს შეასრულებს.

,,ოქტომბრის ბოლომდე, ვიდრე არჩევნები დასრულდება და ახალი მერი შეუდგება უფლებამოსილებას, ბუნებრივია, ვასრულებ მერის ფუნქციას. ამასობაში დასრულდება კონსულტაციები და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუ სად გადავინაცვლებ, შესაბამისად, ვამცნობ საზოგადოებას”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე