საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში „ბარიგებს“ გაურიგდა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:21 | 27.08.2017
ნანახია: 1670

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თბილისი კიევთან კოორდინაციით მის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს.

„ისინი უკრაინაში ბარიგებთან კოორდინაციით ახალ ბრალდებას მიმზადებენ. მათ სურთ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დამადანაშაულონ. პოროშენკოს იმასაც დაჰპირდნენ, რომ 10 სექტემბრამდე წამიყენებენ ბრალდებას. მათ მიერ ადრე წაყენებული ბრალდებები სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის შესახებ, რაც საპანაშვიდე გვირგვინების შეძენას და უცხოური დელეგაციების მიღებას ეხებოდა, იმისათვის არ კმარა, რომ ჩემი ექსტრადიცია განხორციელდეს. პოროშენკოს და უკრაინის გენერალურ პროკურატურას ჩემი დაკავებისთვის მყარი იურიდიული საფუძველი სჭირდება,“-აცხადებს სააკაშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე