ტეხასს დამანგრეველმა ქარიშხალმა გადაუარა

საქართველო, თბილისი - 11:20 | 27.08.2017
ნანახია: 1080

ტეხასს ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა ქარიშხალმა ,,ჰარვიმ" გადაუარა.

სტიქიამ ქალაქ როკპორტში ერთი ადამიანი იმსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 200 ათასზე მეტ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით ტეხასი სტიქიური უბედურების ზონად არის გამოცხადებული. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე