ავღანეთის დედაქალაქში კიდევ ერთი ტერორისტული აქტი განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 17:18 | 25.08.2017
ნანახია: 1172

ავღანეთის დედაქალაქში კიდევ ერთი ტერორისტული აქტი განხორციელდა. შუადღისას შეიარაღებული პირები თავს ქაბულის შიიტურ მეჩეთს დაესხნენ.

ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 14 სამოქალაქო პირი და 2 პოლიციელი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე