კანბერას უნივერსიტეტში პოლიციამ შეიარაღებული პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 09:32 | 25.08.2017
ნანახია: 1064

ინციდენტი ავსტრალიის დედაქალაქში. კანბერას უნივერსიტეტში პოლიციამ შეიარაღებული პირი დააკავა.

დაკავებული ამავე უნივერსიტეტში სწავლობს და 4 სტუდენტზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. ის სტუდენტებს თავს ბეისბოლის ჯოხით უნივერსიტეტის ეზოში  დაესხა.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას  საფრთხე აღარ ემუქრება. 

თავდასხმის მოტივი ჯერ- ჯერობით უცნობია. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე