NATO-ს გენერალური მდივნის კორტეჟი ავარიაში მოყვა

საქართველო, თბილისი - 09:54 | 25.08.2017
ნანახია: 1139

ვარშავაში, NATO-ს გენერალური მდივნის კორტეჟი ავარიაში მოყვა. გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ავტოსაგზაო შემთხვევას უვნებელი გადაურჩა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციის ავტომობილს, რომელიც იენს სტოლტენბერგის კორტეჟს აცილებდა, გზაჯვარედინზე სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაიმტვრა ესკორტის რამდენიმე ავტომობილი.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, მანქანა, რომელშიც ნატო-ს გენერალური მდივანი იმყოფებოდა, არ დაზიანებულა.

პოლიციის განცხადებით, ინცინდენტის შემდეგ 4 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ორი პოლიციელია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე