ეკა ბესელია: საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ნაციონალური მოძრაობის საკუთრება

საქართველო, თბილისი - 09:30 | 10.11.2015
ნანახია: 1676

პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის აცილების შეამდგომლობას ბრიუსელიდან ეხმაურება ეკა ბესელია.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ის მიესალმება საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული შემადგენლობის ობიექტურობასთან დაკავშირებით ეჭვები პირადად მასაც გაუჩნდა.

 „ეს არის იმ ხარისხის საქმე, რომელიც ვერ შეითავსებს, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს ატარებდეს. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ნაციონალური მოძრაობის საკუთრება, ის ეკუთვნის ხალხს, ის ეკუთვნის სამართლიანობის აღსრულების სივრცეს, ამიტომ მათ უნდ გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ეჭვები არ დარჩეს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე