სკოლის შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 03.08.2017
ნანახია: 1116

ამერიკის მინესოტას შტატში სკოლის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

მინეაპოლისის სახანძრო და სამაშველო სამსახურები ნანგრევებში დაშავებულებს ისევ ეძებენ. არდადეგების მიუხედავად სკოლაში უამრავი მოსწავლე და პედაგოგი იმყოფებოდა.

წინასწარი მონაცემებით, სასწავლო დაწესებულებაში ბუნებრივი გაზი აფეთქდა.

დაწყებულია გამოძიება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე