,,ქართულმა ოცნებამ" კონსენსუსი მოკლა - ბოკუჩავა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 03.08.2017
ნანახია: 2286

„ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ ნათლად განმარტა, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევა უმნიშვნელოვანესია და „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს არ გაითვალისწინა“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ კონსენსუსი მოკლა.

„სწორედ კონსენსუსი მოკლა „ქართულმა ოცნებამ“. ფორმატში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვას და იმას, რომ კონსტიტუცია მართლაც კონსენსუსზე დაფუძნებული დოკუმენტი იყოს, უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს კოალიცია „დაიცავი კონსტიტუციას“ წევრთა შეხვედრაა დაგეგმილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე