მოზარდი თვითმფრინავის დაჯდომისთანავე ფრთაზე აძვრა

საქართველო, თბილისი - 12:03 | 02.08.2017
ნანახია: 1425

17 წლის მოზარდი სან-ფრანცისკოს აეროპორტში ავიალაინერის დაჯდომისთანავე თვითმფრინავის კარი გააღო და ფრთაზე აძვრა, შემდეგ კი ძირს გადახტა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

მოზარდი აეროპორტის თანამშრომლებმა გააჩერეს და პოლიციას გადასცეს.

ავიაკომპნია Copa Airlines-ის თვითმფრინავი პანამა-სან-ფრანცისკოს რეისს ასრულებდა. მგზავრების თქმით, ახალგაზრდა თვითმფრინავის ბორტზე ემოციურად იქცეოდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. აეროპორტს მუშაობა არ შეუწყვეტია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე