Great job! - მაკკეინმა პენსი საქართველოში გაკეთებული განცხადებების გამო შეაქო

საქართველო, თბილისი - 10:58 | 02.08.2017
ნანახია: 1153

Great job! - ასე გამოეხმაურა სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს და მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო შეაქო.

სენატორი მაკკეინი Twitter-ზე Bloomberg-ის სტატიას აზიარებს სახელწოდებით -„პენსის განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გზას ნატო-ში რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად“.

სტატიაში საუბარია საქართველოში პენსის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და წვრთნებზე „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც 1600 ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე