დაკრძალვაზე მომხდარ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:18 | 01.08.2017
ნანახია: 1946

სომხეთის არაგაცოტნის ოლქში დაკრძალვაზე მომხდარ სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

უცნობი პირი სამგლოვიარო ცერემონიის დარბაზში შეიჭრა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.

თავდასხმის შედეგად ადგილზე სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაიჭრა კიდევ ხუთი ადამიანი. თავდამსხმელი მიიმალა.

წინასწარი მონაცემებით, დანაშაული საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცველები თავდამსხმელს ეძებენ. მიმდინარეობს გამოძიება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე