შვედეთში საცხოვრებელ სახლს ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს

საქართველო, თბილისი - 14:29 | 01.08.2017
ნანახია: 1153

უცნობმა პირმა შვედეთის ქალაქ მალმეში საცხოვრებელ სახლს ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა. დაშავებულები არ არიან.

დაზიანდა შენობის ფანჯრები და გარე ფასადი. სახლში ქალი და სამი მცირეწლოვანი იმყოფებოდაა.

პოლიციის განცხადებით, ეს იყო პიროტექნიკა, რომელსაც საფეხბურთო მატჩების დროს იყენებენ.

ბოლო კვირის განმავლობაში მალმეში ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. ერთ-ერთი აფეთქება ასევე საცხოვრებელ სახლში მოხდა, მეორე ავტოსადგომზე, მეოთხე ინციდენტისას კი ავტომანქანა აფეთქდა.

არსებობს თუ არა ამ აფეთქებებს შორის რაიმე კავშირი, უცნობია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე