მექსიკაში იანვრის შემდეგ ცხრა ჟურნალისტი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 11:21 | 01.08.2017
ნანახია: 1129

კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს მექსიკაში. ტელეარხ CNR-ის ოპერატორს ლუჩანო რივერას ქალაქ როსარიტოში ესროლეს.

გამოძიების წინასწარი მონაცემებით, რივერა ერთ-ერთ ადგილობივ ბარში სხვა მომხმარებლებთან ჩხუბის შედეგად მოკლეს.

დამნაშავეებმა მკვლელობის ადგილი ტაქსით დატოვეს. ამ დროისთვის მანქანა და მძღოლი დაკავებულია, სალონში აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი.

რივერა მეცხრე მოკლული ჟურნალისტი გახდა წლის დასაწყისიდან. მანამდე აღმოაჩინეს მოტაცებული ჟურნალისტის სალვადორ ადამეს დამწვარი ცხედარი.

ქალაქ კულიაკანში მოკლეს ჰავიერ ვალდესი, რომელიც ნარკოდანაშაულის თემას აშუქებდა.  

ასევე გახმაურებული იყო გამოცემა Jornada-ს კორესპონდენტის მიროსლავ ბრიჩის მკვლელობა.

სულ 2000 წლის შემდეგ ქვეყანაში 120 ჟურნალისტი მოკლეს, 20 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე