61 წლის უკრაინელი რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს

საქართველო, თბილისი - 18:39 | 31.07.2017
ნანახია: 1238

ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინის მოქალაქეს, ალექსეი სიზონოვიჩს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

61 წლის უკრაინელს ბრალი ტერაქტის მზადებაში დასდეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, სიზონოვიჩი ტერაქტის მოწყობას გასული წლის სექტემბერში გეგმავდა.

ხანგრძლივი პატიმრობის გარდა მას 250 რუბლის ოდენობით ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე