ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

საქართველო, თბილისი - 14:43 | 31.07.2017
ნანახია: 1113

ქაბულში ერაყის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი საელჩოს შესასვლელთან აიფეთქა. შემთხვევის ადგილზე სროლის ხმა ისმოდა.

აფეთქების შედეგად ერთი ერაყელი ჟურნალისტი დაშავდა.

„ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით კი საელჩოსთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. რის შემდეგაც შეიარაღებულმა პირებმა სროლა დაიწყეს და შენობაში შეჭრა სცადეს. თვითმხილველთა თქმით, სროლა ამ დრომდე გრძელდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე