თურქეთში 3 ქართველი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:46 | 30.07.2017
ნანახია: 1279

თურქეთში, იალოვას რეგიონში, სამართალდამცველებმა ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები მანქანით გადაადგილდებოდნენ, რომლის გაჩერებაც პოლიციამ სცადა, თუმცა მძღოლი ბრძანებას არ დაემორჩილა.

საბოლოოდ, სამართალდამცველებმა ავტომობილი მცირეხნიანი დევნის შემდეგ გააჩერეს. მანქანის ჩხრეკისას პოლიციამ დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა და კომპიუტერები ამოიღო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე