უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 17:54 | 28.07.2017
ნანახია: 1311

უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო YHH-ი, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,შს მინისტრის არსენ ავაკოვის მოადგილე ვადიმ ტროიანი ორი მილიონი გრივნის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს", - წერს სააგენტო. 

აღნიშნულ საკითხზე სხვა ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. 

უკრაინის ხელისუფლებაში ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე