„ქართული ოცნების“ მარცხი გარდაუვალია - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 13:43 | 27.07.2017
ნანახია: 1897

„ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, პოლიტიკური რეიტინგები ცხადყოფს, რომ თვითმმართველობის არჩევნები მმართველი პარტიის დამარცხებით დასრულდება.

აღნიშნული კომენტარი ნიკა მელიამ NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა. 

„ეს კვლევა ადასტურებს იმ მოლოდინს, რაც არის საზოგადოებაში და რაც უკავშირდება „ქართული ოცნების“ მარცხს თვითმმართველობის არჩევნებზე. პირველად 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რამდენიმე კანდიდატის ჯამური რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება „ქართული ოცნების“ კანდიდატის რეიტინგს, რაც მიუთითებს მარტივ მოცემულობაზე, რომ „ქართული ოცნების“ მარცხი გარდაუვალია თვითმმართველობის არჩევნებზე,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს საზოგადოებრივი კვლევის პოლიტიკური ნაწილი გასაჯაროვდა.

კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე