საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას შეეცდება - სერგი კაპანაძე

საქართველო, თბილისი - 12:31 | 27.07.2017
ნანახია: 1454

დიდი ალბათობით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკურ დევნას და შეეცდება მოახდინოს ექსტრადირება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ამ მცდელობის შედეგად საქართველოს პრესტიჟი კიდევ უფრო გაუარესდება.

,,ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება იმიტომ, რომ ის დაზიანებული რეპუტაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური დევნის შედეგად კიდევ უფრო იქნება დაზიანებული. საბოლოო ჯამში, არაფერი გამოუვათ, მაგრამ შედეგი იქნება ის, რომ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი ამ მცდელობის შედეგად კიდევ უფრო გაუარესდება,’’ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე