უკრაინიდან რუსი ჟურნალისტი გააძევეს

საქართველო, თბილისი - 16:10 | 26.07.2017
ნანახია: 1055

უკრაინიდან რუსი ჟურნალისტი მარია კნიაზევა გააძევეს. ამის შესახებ ქვეყნის უშიშროების სამსახურმა განაცხადა.
სამსახურის ინფორმაციით, ტელარხების „როსია-1“-ისა და „როსია -24“-ის თანამშრომელი დესტრუქციულად მოღვაწეობდა „საუშკინას“ ფსევდონიმით.

გავრცელებული ინფორმაციით, კნიაზევა იყენებდა პრორუსულად განწყობილ უკრაინის მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან  და ექსპერტებთან კავშირს, აგროვებდა ინფორმაციას სახელმწიფო საქმეების, ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის შესახებ.

შემდეგ კი ამ მონაცემების გამოყენებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ტენდეციურად აშუქებდა.

კნიაზევა იძულებით გააძევეს უკრაინიდან და სამი წლით ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე