ტრამპის სიტყვით გამოსვლა უცნაური წარბების მქონე ქალმა დაჩრდილა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:54 | 26.07.2017
ნანახია: 1160

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლა, რომელიც ObamaCare-ის გაუქმების აუცილებლობას ეხებოდა, უცნაური წარბების მქონე ქალმა დაჩრდილა.

ქალის უცნაური წარბები, რომელიც, ტრამპის თემის გათვალისწინებით, მის სახეს კომიკურ იერს აძლევდა, Twitter-ის მომხმარებელთა შორის ყველაზე მეტად განსახილველი საკითხი გახდა.

ზოგმა აღნიშნა, რომ ქალის სახეზე გამოხატულ ემოციას ბევრი ამერიკელი იზიარებდა იმ მომენტიდან, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა.

გონებამახვილმა მომხმარებლებმა კი აღნიშნეს, რომ ქალის წარბები ობამას რეფორმის მსხვერპლი გახდა, ზოგმა იხუმრა, რომ ეს კარგად მოფიქრებული მანევრი იყო, რათა არავის მოესმინა ტრამპის სიტყვა.

 




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე