ჰემინგუეის ორეულების კონკურსში ტეხასელმა გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 14:35 | 25.07.2017
ნანახია: 1095

ამერიკელმა რიჩარდ ფილიპმა მოიგო მწერალ ერნესტ ჰემინგუეის ყოველწლიური კონკურსი, რომელიც ფლორიდის შტატის ქალაქ კი-უესტში გაიმართა.

71 წლის ტეხასელი პენსიონერის თქმით, ჰემინგუეის მსგავსად მასაც უყვარს თევზაობა, ნადირობა და დალევა. მამაკაცის თქმით, ის მწერალს თავის სულიერ ძმად მიიჩნევს.

კონკურსი ჰემინგუეის დაბადების დღეს ეძღვნება და სამ დღეს გრძელდება. ღონისძიება კი-უესტში იმართება, რადგან ნობელის პრემიის მფლობელი ამ ქალაქში 1930-იან წლებში ცხოვრობდა.

წელს კონკურსი 37-ედ გაიმართა. მასში მწერლის 150 თეთრწვერა თაყვანისმცემელი მონაწილეობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე