მაკკეინი ოპერაციის შემდეგ სენატს დაუბრუნდება

საქართველო, თბილისი - 12:18 | 25.07.2017
ნანახია: 1068

თავის ტვინის სიმსივნით დაავადებულმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ოპერაცია გადაიტანა და მალე სენატს დაუბრუნდება, რათა კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

მაკკეინი სენატში დაბრუნებას ელოდება, რათა გააგრძელოს მუშაობა მნიშვნელოვან კანონპროექტზე, მათ შორის ჯანდაცვის რეფორმაზე, თავდაცვის დაფინასებაზე და რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებზე“, -განაცხადეს რესპუბლიკელებმა.

მაკკეინი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს სახლში გადის. ექიმები მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ, მათ შორის ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე