მშობლები ახალშობილს ჰეროინს უკეთებდნენ

საქართველო, თბილისი - 12:02 | 25.07.2017
ნანახია: 1336

ამერიკის იუტას შტატში 26 წლის ლეისი დონ კრისტენსონი და 29 წლის კოლბი გლენ უაილდი ორი თვის განმვალობაში მალავდნენ თავიანთი ქალიშვილის ნარკოდამოკიდებულებას. ეს საიდუმლო მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც წყვილი პოლიციამ მაღაზიის ძარცვის მცდელობის დროს დააკავა.

გოგონა 9 აპრილს დაიბადა. დაბადებისთანავე ექიმებმა მშობლები ახალშობილთან მარტო დატოვეს. სწორედ მაშინ ლეისიმ და კოლბიმ გიგონას ორგანიზმში პირველი დოზა შეუყვანეს.

ორსულობის განმავლობაში ლეისი ჰეროინს იღებდა და ბავშვი უკვე ნარკოდამოკიდებული დაიბადა. ახალგაზრდა წყვილი ბავშვს ჰეროინს, მეტამფეტამინსა და მორფინს უკეთებდა, რათა მას „ლომკა“ არ ჰქონოდა.

სახლის ჩხრეკის დროს პოლიციამ ნარკოტიკების დიდი რაოდენობა აღმოაჩინა.

ცოლ-ქმარი დაპატიმრებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე