მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია ტელეფონის აფეთქების გამო განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 25.07.2017
ნანახია: 1158

ტაივანში ჩქაროსნული მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ერთ-ერთ მგზავრს ჩანთაში ტელეფონის ბატარეა აუფეთქდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ვაგონი კვამლით გაივსო, მასში მყოფი მგზავრები ოპერატიულად სხვა ვაგონში გადაიყვანეს. შემდეგ კი მატარებელი სადგურზე გაჩერდა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია ტელეფონის ბატარეის აფეთქების მიზეზებიც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე