„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეო გავრცელდა

საქართველო, თბილისი - 11:21 | 25.07.2017
ნანახია: 1083

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა შოკისმომგვრელი ვიდეო „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების სიკვდილით დასჯის შესახებ.

ნარინჯისფერ სამოსში ჩაცმული მებრძოლები, მუხლებზე დგანან. მათ უახლოვდებიან ჯალათები და თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან.

სიკვდილით დასჯა ბენღაზიში ჯიხადისტებსა და ლიბიის ძალოვანებე შორის გამწვავებული დაპირისპირების ფონზე განხორციელდა. კადაფის რეჟიმის ყოფილმა ჯარისკაცმა ჰალიფ ჰაფთარმა, რომელიც ლიბიის ეროვნული არმიის მეთაური გახდა ქვეყნის აღმოსავლეთით გამარჯვება აღიარა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეო 17 ივლისს არის გადაღებული. გაერომ ჰაფთარის  ლიბიის ეროვნულ არმიას  ტყვიების სივდილით დასჯის გამოძიებისკენ მოუწოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე