წულუკიანი: საქართველო ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად ტექნიკურად მზად არის

საქართველო, თბილისი - 13:04 | 09.11.2015
ნანახია: 1819

საქართველო ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად ტექნიკურად მზად არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით ელექტრონული არჩევნები პირველ რიგში არჩევნებს ხელმისაწვდომს გახდის უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის.იუსტიციის მინისტრის თქმით პროექტზე ესტონურ მხარესთან ერთად იმუშავეს "ეს ხელმისაწვდომს გახდის არჩევნებს, განსაკუთრებით მოქალაქეებისთვის რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან. როგორც ესტონურმა პროექტმა აჩვენა, ტექნიკურად IT კუთხით საქართველო ამისთვის მზად არის", - განაცხადა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე