მღვდელმსახურმა ყურანი ვირუსულ დაავადებას შეადარა

საქართველო, თბილისი - 13:51 | 24.07.2017
ნანახია: 1503

ავსტრალიის განათლების სამინისტრო სწავლობს ბაპტისტური ეკლესიის პასტორის ქეით პაიპერის განცხადებას, რომელმაც ყურანს „მუსულმანების ტვინის გადამდები ვირუსი“ უწოდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ბაპტისტური თავისუფლების ეკლესია გამოსცემს რელიგიურ სახელმძღვანელოებს ავსტრალიური სკოლებისთვის.

ისლამური რელიგიის კრიტიკის შემცველი  მიმართვა პასტორმა Youtube-ზე გამოაქვეყნა.

მიმართვას ყურადღება მოქალაქეებმა მიაქციეს, რომლებმაც სამინისტროს მიმართეს და განაცხადეს, რომ მათ არ სურთ სასკოლო განათლებაში ისეთი ორგანიზაციების დაშვება, რომლის წევრებიც თავიანთ თავს ისლამოფობიური გამონათქვამების უფლებას აძლევენ.

 „ისლამი და მუსულმანები, დასავლურ და ქრისტიანულ ღირებულებებთან შეუთავსებლები არიან“, - განაცხადა პაიპერმა.

მღვდელმსახური ასევე აკრიტიკებს ავსტრალიის განათლების სისტემას, რომელიც მისი აზრით, „ბავშვებს სოდომს ასწავლის ჭეშმარიტი დასავლური ფასეულობების ნაცვლად.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე