ორმხრივ სროლას მსხვერპლი მოყვა

საქართველო, თბილისი - 13:20 | 24.07.2017
ნანახია: 1123

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, მექსიკის დედაქალაქში მომხდარი სროლისას. ინციდენტი მეხიკოს ერთ-ერთი ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, დაიღუპა 45 წლის ქალი და 55 წლის მამაკაცი. დაჭრილთა შორის არიან არასრულწლოვანებიც.

თვითმხილველთა თქმით, ორმხრივი სროლა ჩხუბის შემდეგ დაიწყო. ხელისუფლება გამოძიებას აწარმოებს. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე