ოდესის პორტში ნატოს გემები შევიდნენ

საქართველო, თბილისი - 13:10 | 24.07.2017
ნანახია: 1269

მუდმივი სამხედრო-საზღვაო ჯგუფის ორი გემი ოდესის პორტში შევიდა. ინფორმაციას უკრაინის  სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებს.

ქალაქში დიდი ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო-საზღვაო გამანადგურებელი „დუნკანი“ და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატი „ილდირიმი“ შევიდა.

ოდესაში მათი ხელმძღვანელობა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურს იგორ ვორონჩენკოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. სამხედროების ცნობით, შედგება მეგობრული შეხვედრები ნატოსა და უკრაინელ მეზღვაურებს შორის.

ხვალ გემების ბორტზე ასვლის შესაძლებლობა ექნებთ ქალაქის მცხოვრებლებსა და ტურისტებს. „დუნკანისა“ და ილდირიმის“ ვიზიტი 17 ივლისამდე გაგრძელდება.

უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი 2017 წლის იანვრიდან უკრაინის ტერიტორიაზე უცხოეთის სამხედროების დაშვების შესახებ. ქვეყნის კანონი კრძალავს ქვეყანაში უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების შესვლას პარლამენტის ნებართვის გარეშე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე