ქაბულში ტერაქტს 24 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:06 | 24.07.2017
ნანახია: 1066

ქაბულში მომხდარ აფეთქებას 24 ადამიანი ემსხვერპლა და 42 დაიჭრა. ყველა დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეა.
ავტომობილში მყოფმა თვითმკვლელმა ქაბულის ერთ-ერთ რაიონში თავი დღეს დილით აიფეთქა. ტელეარხ Tolo News-ის ცნობით, აფეთქება ავღანეთის ვიცე-პრემიერის მუჰამედ მოჰაკიკის სახლთან ახლოს მოხდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე