ძლიერმა ხანძარმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 13:11 | 21.07.2017
ნანახია: 1103

ამერიკის კალიფორნიის შტატის აღმოსავლეთით ტყს მასივებში გაჩენილმა ხანძარმა 45 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

დაზიანებულია კიდევ რამდენიმე ათეული სახლი. 5 ათასზე მეტი ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაციაში 3 ათასზე მეტი მეხანძრეა ჩართული.

ამ დროისათვის ხანძარმა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მძვინვარებს, ტყის 30 ათასი ჰექტარი გაანადგურა.

კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე