ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და საბერძნეთში - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 10:12 | 21.07.2017
ნანახია: 1748

ძლიერი მიწისძვრა მოხდა ეგეოსის ზღვაში თურქეთის სანაპიროზე. სტიქია ძირითადად საკურორტო ქალაქ ბოდრუმსა და საბერძნეთის კუნძულ კოსს დაატყდა.

მიწისძვრა  6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

წინასწარი მონაცემებით კუნძულ კოსზე ორი ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაშავდა. ამის გარდა კუნძულზე დაინგრა რამდენიმე ნაგებობაც.

ბოდრუმში საავადმყოფოებს 70-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. მათ ძირითადად მოტეხილობები და ჭრილობები აღენიშნებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე