21 ივლისს თბილისის ზღვაზე თბილისის ღია პირველობა აფროსნობაში აიღებს სტარტს

საქართველო, თბილისი - 17:09 | 20.07.2017
ნანახია: 1128

2017 წლის 21 ივლისს 13:00 საათზე თბილისის ზღვაზე სტარტს აიღებს თბილისის ღია პირველობა აფროსნობაში.

ტურნირი 21-23 ივლისს თბილისის აფროსანთა კავშირის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ტარდება.

შეჯიბრი ოპტიმისტის საერთაშორისო, თოფ-ქეთ კ2 საერთაშორისო და ლაზერის ოლიმპიურ კლასებში ეწყობა, სადაც მოზარდ სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გამოცდილი აფროსნები  როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

3 დღიანი შეჯიბრი თბილისის საიალქნო კლუბის ბაზაზე (თემქის სანაპიროს ტერიტორიაზე) გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე