ფრანგ დეპუტატებს პიჯაკებისა და ჰალსტუხების ტარება აღარ ევალებათ

საქართველო, თბილისი - 16:24 | 20.07.2017
ნანახია: 1121

საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატებს საპარლამენტო მოსმენების დროს პიჯაკებისა და ჰასლტუხების ტარება აღარ ევალებათ.
აღნიშნული საკითხი პარლამენტმა გუშინ განიხილა. ამის მიზეზი ფრაქცია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის დეპუტატების ქმედება გახდა, რომლებიც პარლამენტის ახალი შემადგენლობის პირველ სხდომაზე  ტრადიციებისა და თავსმოხვეული დრეს-კოდის  დარღვევის მიზნით დემონტრაციულად გამოცხადდენ ჰასლტუხებისა და პიჯაკების გარეშე.

გაბედული ახალბედების საქციელმა ქვედა პალატაში ზოგიერთი პოლიტიკოსის კრიტიკა გამოიწვია.

ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ პირველად მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე