კიევში მოკლული რუსეთის მოქალაქის ვინაობა ცნობილია

საქართველო, თბილისი - 15:51 | 20.07.2017
ნანახია: 1119

კიევში მოკლული რუეთის მოქალაქე ეროვნებით აზერბაიჯანელი ასიფ მამედოვია. ინფორმაციას უკრაინული მედია პოლიციის წყაროზე დაყდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კიევში სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე უცნობმა პირებმა მამაკაცი ე.წ. კალაშნიკოვის ავტომატიდან დაცხრილეს.

უკრაინის შსს-ის პრესცენტრის განცხადებით, მამედოვმა  რუსეთში მკვლელობა ჩიადინა და უკრაინის ტერიტორიაზე მართლმსაჯულებას ემალებოდა. ის რუსეთში 2015 წლიდან იძებნებოდა. დამნაშავეები ადგილიდან შავი ავტომობილით მიიმალნენ.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დამნაშავეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.