მაღალი დონის კორუფცია ჯერ კიდევ პრობლემად რჩება - IDFI

საქართველო, თბილისი - 12:42 | 20.07.2017
ნანახია: 1137

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" განცხადებით, საქართველოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის მიუხედავად, მაღალი დონის კორუფცია ჯერ კიდევ პრობლემად რჩება.

IDFI- ს განმარტებით, სისტემის ერთ-ერთ ხარვეზი ისაა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სუს-ის ერთ-ერთ ფუნქციად აქცია.

„პირველი გამოვლენილი ხარვეზი, რაც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ უწყებებში გამოიკვეთა, ეს არის მათი დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი, მათი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს საზოგადოებრივი ნდობის დაბალ ხარისხს. კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ უწყებათა შორის ჩვენ შევისწავლეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა მათ შორის,“ - განაცხადა IDFI-ის წარმომადგენელმა მარიამ თუთბერიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე