ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 12:37 | 20.07.2017
ნანახია: 1124

ამერიკელ სენატორს ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინდა. ექიმებმა უკვე დაგეგმეს სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია. ამჟამად მაკკეინი ფინიკსეს Mayo Clinic-ის საავადმყოფოში იმყოფება.

ექიმების თქმით, 80 წლის სენატორი და მისი ოჯახი შემდგომი მკურნალობის ვარიანტებს სწავლობენ. თავად მაკკეინი პირობას დებს, რომ სამუშაოს ოპერაციის შემდგომი მკურნალობის შემდეგ დუბრუნდება.

 „როიტერის“ ინფორმაციით, მაკკეინს აღმოუჩინეს გლიობლასტომა - ტვინის სიმსივნის ყველაზე გავრცელებული და აგრესიული სახეობა. მკურნალობის გარეშე დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვეს შეადგენს. ქიმიოთერაპიისა და დასხივების შემდეგ კი - 15 თვეს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ვადები შესაძლოა ორ წლამდე გაგრძელდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე