ბათუმის ცენტრალურ ბულვარში მდებარე მოცეკვავე შადრევნებზე მუსიკალური რეპერტუარი განახლდა

საქართველო, თბილისი - 17:23 | 19.07.2017
ნანახია: 1744

ბათუნუს ცენტრალურ ბულვარში მდებარე  მოცეკვავე შადრევნებზე  მუსიკალური რეპერტუარი განახლდა. კერძოდ კი, დაემატა 20 ახალი ქართული და უცხოენოვანი პოპ-მუსიკa.

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო 6 წლის განმავლობაში  ბულვარის მოცეკვავე შადრევნებზე მუსიკალური რეპერტუარი არ განახლებულა და ძირითადად   საოპერო და  კლასიკური ჟანრის მელოდიები იყო.

ვინაიდიან, ბათუმის ბულვარი აჭარის რეგიონში  ერთ-ერთი  ყველაზე ვიზიტირებადი და ტურისტულად დატვირთული ადგილია, ჩვენთვის პრიორიტეტულია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, სწორედ აქედან გამომდინარე მოხდა ქართული რეპერტუარის შერჩევაც.

განახლებული მუსიკალური პროგრამის ფარგლებში, ცენტრალურ ბულვარში ცნობილი ქართველი ვარსკვლავებისა და უცხოელი ლეგენდარული შემსრულებლების ჰიტები გაჟღერდება, როგორიცაა Barry White, Daft Punk, Diana Ross,  Sting,  Luciano Pavarotti,  ნიკოლშოუ და ა.შ.

პროგრამა, საღამოს 21:00 საათზე იწყება და ღამის 02:00 საათამდე გრძელდება.

ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა არდაგანის ტბაზე მდებარე სამგანზომილებიან ფრანგულ  შადრევნებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროექტორის მონტაჟი და ვიდეო გამოსახულების ინსტალაცია. ასევე, 30  წუთიანი ლაზერ-შოუს განახლება, რომლის პროგრამული უზრუნველყოფა ფრანგი სპეციალისტების მიერ განხორციელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე