მოდელი, რომელიც საუდის არაბეთში მოკლე კაბით სეირნობდა, დააპატიმრეს

საქართველო, თბილისი - 14:51 | 19.07.2017
ნანახია: 1492

არაბი მოდელი ჰულუდი ვიდეოსთვის დააპატიმრეს, რომელშიც ის მოკლე კაბით უშაიკირის უძველეს ციხესიმაგრეში სეირნობს.

გოგონას დაკავების შესახებ საუდის არაბეთის პოლიციამ განაცხადა. დაკითხვაზე ჰულუდმა განაცხადა, რომ ვიდეორგოლი სოციალურ ქსელ Snapchat-ში მისი თანხმობის გარეშე გავრცელდა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მას ახლდა ნათესავი მამაკაცი, რაც საუდის არაბეთის კანონებს შეესაბამება.

ჰულუდის საქმით ერ-რიადის გენერალური პროკურატურა დაკავდა. იმ შემთხვევაში, თუ გოგონას დამნაშავედ ცნობენ, მას ჯარიმის გადახდა და პატიმრობა ემუქრება.  უშაიკირის უძველსი ციხესიმაგრე ნაჯის პროვინციაში მდებარეობს. ის საუდის არაბეთის ერთ-ერთი კონსერვატიული რეგიონია.

შარიათზე დაფუძნებული საუდის არაბეთის კანონები ქალის უფლებებს მკაცრად ზღუდავს.

ქალები ვალდებულნი არიან ატარონ სამოსი, რომელიც მათ თავიდან ფეხებამდე ფარავს.

მათ ასევე ეკრძალებათ ავტომობილის მართვა და მამაკაცების გარემოცვაში ყოფნა, თუ კი ისინი მათი ნათესავები არ არიან.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე